რედაქტორის წინასიტყვაობა

მოგესალმებით, წარმოგიდგენთ „გ. ტატიშვილის საქართველოს ქირურგიის მაცნეს” გაერთიანებულ მე-14–15 ნომერს. გამოცემა ძალზე მრავალფეროვანია, ჟურნალში განხილულია მნიშვნელოვანი სისტემური და კლინიკური საკითხები.
ნომერი იხსნება სისტემური მიმოხილვით, რომელიც წარმოაჩენს რეგიონულ კლინიკებში ქირურგიული სერვისის კრიზისს (ქირურგ-სპეციალისტთა დეფიციტი, ანესთეზიოლოგიური ინფრასტრუქტურის სისუსტე, ემიგრაცია), რაც გლობალური პრობლემაა, თუმცა საქართველოში განსაკუთრებულ სიმძაფრეს იძენს.
ნომერში წარმოდგენილია „გიდმედის“ კლინიკური ჯგუფის, გიგანტური ვენტრალური თიაქრების დროს მუცლის წინა კედლის სეპარაციული რეკონსტრუქციული პლასტიკის (წინა, უკანა, ჰიბრიდული), ხუთწლიანი გამოცდილება (54 პაციენტი). ასევე, გთავაზობთ ბადით ჰერნიოპლასტიკის შემდეგ მუცლის კედლის ფსევდოკისტის განვითარების მეტად საინტერესო შემთხვევას. საყურადღებოა, ფონ ვილებრანდის დაავადების ფონზე განვითარებული პოსტოპერაციული სისხლდენის კლინიკური შემთხვევის აღწერა და შეფასება.
ნომერი მდიდარია იშვიათი კლინიკური სიტუაციებით: კუჭის წინა და უკანა კედლის ერთდროული პერფორაცია; კუჭის ვოლვულუსი, პოსტ-ნისენური ანამნეზის ფონზე; სანაღვლე სადინრის E3 დაზიანება ლაპარასკოპიული ქოლეცისტექტომიის შემდეგ მირიზის სინდრომის ფონზე; აპენდიქსის ნეიროენდოკრინული სიმსივნე 19 წლის პაციენტში და სხვ. თითოეული შემთხვევა — კლინიკური მსჯელობის, ანატომიური ცოდნისა და ინტერდისციპლინური თანამშრომლობის კარგი მაგალითია.
იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ნომერი ყველა პრაქტიკოსი ქირურგისთვის ღირებულ სამეცნიერო-კლინიკურ მასალას წარმოგვიდგენს

„გურამ ტატიშვილის საქართველოს ქირურგიის მაცნეს“
მთავარი რედაქტორი დავით ჯიქია

სარჩევი

რეგიონულ კლინიკებში ქირურგიული მომსახურების ორგანიზების გამოწვევების და სისტემური ხარვეზების მიმოხილვა

გიგანტური, რთული ვენტრალური თიაქრების ქირურგიული მკურნალობა

იშვიათი გართულება – მუცლის კედლის ფსევდოკისტის განვითარება ინციზიური თიაქრის ბადით პლასტიკისშემდეგ: შემთხვევის მიმოხილვა

ფონ ვილებრანდის არადიაგნოსტირებული დაავადებით გამოწვეული პოსტოპერაციული სისხლდენა. კლინიკური შემთხვევის აღწერა

კუჭის წინა და უკანა კედლის წყლულების ერთდროული პერფორაცია: იშვიათი კლინიკური შემთხვევის აღწერა

კუჭის შემოგრეხის იშვიათი შემთხვევა

სანაღვლე სადინრის დაზიანება ლაპარასკოპიული ქოლეცისტექტომიის შემდეგ და ამ გართულების პრევენციის მეთოდები (კლინიკური შემთხვევის აღწერა)

ღია ქირურგიული ტრაქეოსტომიის თავისებურებები რეანიმაციული განყოფილების პაციენტებში

აპენდიქსის კარცინოიდული სიმსივნე (ჭიანაწლავის ნეიროენდოკრინული სიმსივნე) მწვავე აპენდიციტის ფონზე: 19 წლის პაციენტის კლინიკური შემთხვევა

რეტროპერიტონეალური სიმსივნის ამოკვეთა ერთ ბლოკში და სისხლძარღვოვანი რეკონსტრუქცია თეძო-ბარძაყის არტერიების შუნტირებით ენდომეტრიუმის სიმსივნის რეციდივის შემთხვევაში: შემთხვევის აღწერა

მუხლის სახსრის კომპიუტერული ნავიგაციით ენდოპროთეზირების უპირატესობის გავლენა საოპერაციო დროის ფაქტორზე

წვივის ძვლების ღია მოტეხილობების მკურნალობის ტაქტიკა (საინტერესო შემთხვევის აღწერა)

ინოვაციური მიდგომები ართროზის აუტოლოგიური ცხიმოვანი ქსოვილის სტრომულ-ვასკულური ფრაქციის (SVF) ტრანსპლანტაციით მკურნალობის ოპტიმიზაციისთვის

ბარიატრიული ქირურგიის ეფექტი ლიპიდურ პროფილსა და ღვიძლის ფუნქციაზე ტიპი 2 დიაბეტის მქონე პაციენტებში

ვირუსული ინფექციის შემდეგ მანიფესტირებული ავთვისებიანი პერიტონეალური მეზოთელიომისა და თირკმლის მწვავე უკმარისობის შემთხვევა მანგანუმის საბადოზე მომუშავე პირთან (შემთხვევის აღწერა)

მარცხენა პარკუჭის შენახული კუმშვადი ფუნქციით მიმდინარე გულის ქრონიკული უკმარისობა პაციენტებში სინუსური რიტმის და წინაგულთა ფიბრილაციის დროს

პერინდოპრილი გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში შემცირებული განდევნის ფრაქციით – HFrEF

გულის უკმარისობა და იშემია

ავთანდილ ჯორბენაძის მოგონება

აკადემიკოსი მიხეილ ივანეს ძე დავიდოვი – სამძიმრის წერილი

სრული ვერსიის გადმოწერა