სარედაქციო განხილვის (Peer Review) პროცესი
გ. ტატიშვილის საქართველოს ქირურგიის მაცნე იყენებს ორმხრივ ანონიმურ სარედაქციო განხილვის (double-blind peer review) პროცესს ყველა წარდგენილ ნაშრომთან მიმართებაში. პროცესში ავტორი და რეცენზენტი ანონიმურები არიან ერთმანეთისთვის.
რეცენზირების პროცედურა (Review Procedure)
- ჟურნალში წარმოდგენილი ყველა ხელნაწერი თავდაპირველად გადის პირველადი სარედაქციო შეფასების ეტაპს, რომლის მიზანია ჟურნალის პროფილთან შესაბამისობის, ფორმატირების მოთხოვნების და საბაზისო სამეცნიერო სტანდარტების დაცულობის დადგენა. ხელნაწერები, რომლებიც აღნიშნულ კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს, ავტორებს უბრუნდებათ გარე რეცენზირების გარეშე.
- პირველადი შეფასების წარმატებით გავლის შემდეგ, ხელნაწერი ეგზავნება მინიმუმ ორ დამოუკიდებელ გარე რეცენზენტს შესაბამისი დარგობრივი კომპეტენციით. რეცენზენტები შეირჩევიან ავტორთა ინსტიტუციების ფარგლებს გარეთ და არ უნდა ჰქონდეთ ინტერესთა კონფლიქტი წარმოდგენილ ნაშრომთან.
- რეცენზირების პროცესი, როგორც წესი, გრძელდება 3–4 კვირის განმავლობაში. განსაკუთრებულ შემთხვევებში, მთავარი რედაქტორის გადაწყვეტილებით, აღნიშნული ვადა შესაძლოა გაგრძელდეს.
რეცენზენტთა დასკვნებისა და რეკომენდაციების საფუძველზე, მთავარი რედაქტორი იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
- მიღება (Accept);
- მიღება მცირე შესწორებების შემდეგ (Minor Revision);
- ხელახალი განხილვა მნიშვნელოვანი შესწორებების შემდეგ (Major Revision);
- უარყოფა (Reject).
ავტორებს ეცნობებათ სარედაქციო გადაწყვეტილება რეცენზენტთა კომენტარებთან ერთად. შესწორების მოთხოვნის შემთხვევაში, ავტორები ვალდებულნი არიან წარმოადგინონ დეტალური პასუხი თითოეულ კომენტარზე.
შესწორებული ხელნაწერი საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა განმეორებითი შეფასებისთვის კვლავ გადაეგზავნოს თავდაპირველ რეცენზენტებს.
ხელნაწერის გამოქვეყნების საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მთავარი რედაქტორი.
ინტერესთა კონფლიქტი (Conflict of Interest)
რეცენზენტები ვალდებულნი არიან, რეცენზირების დაწყებამდე განაცხადონ ნებისმიერი შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის შესახებ (პერსონალური, ფინანსური ან პროფესიული). ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში, რეცენზენტმა თავი უნდა შეიკავოს შეფასების პროცესში მონაწილეობისგან და დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ რედაქციას.
სარედაქციო საბჭოს წევრები არ მონაწილეობენ იმ ხელნაწერების რეცენზირებასა და სარედაქციო განხილვაში, რომლებიც წარმოდგენილია მათი საკუთარი კვლევითი ჯგუფის ან ინსტიტუციის მიერ.
შიდა პოლიტიკა (Endogeny Policy)
სარედაქციო დამოუკიდებლობისა და აკადემიური გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, ორ თანმიმდევრულ ნომერში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების რაოდენობა, რომელთა ავტორებს შორის წარმოდგენილია სარედაქციო გუნდის ან სარედაქციო საბჭოს წევრი, არ აღემატება 25%-ს.
სარედაქციო საბჭოს წევრების მიერ წარმოდგენილი ხელნაწერები განიხილება სრულად დამოუკიდებელი გარე რეცენზირების პირობებში. ასეთ შემთხვევებში შესაბამისი წევრი გამორიცხულია აღნიშნულ ხელნაწერთან დაკავშირებული ნებისმიერი სარედაქციო გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან.
პლაგიატის აღმოჩენა (Plagiarism Detection)
ყველა ხელნაწერი რეცენზირების პროცესის დაწყებამდე მოწმდება პლაგიატის გამოვლენის სპეციალიზებული პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით.
ხელნაწერები, რომლებშიც გამოვლინდება ადრე გამოქვეყნებულ ნაშრომებთან დაუშვებელი ხარისხის ტექსტობრივი ან შინაარსობრივი მსგავსება, ავტორებს უბრუნდებათ შესწორებისთვის ან უარყოფილია პირდაპირ, გადაფარვის მასშტაბისა და ხასიათის გათვალისწინებით.
პუბლიკაციის ეთიკა და საერთაშორისო სტანდარტები (Publication Ethics and International Standards)
ჟურნალის რეცენზირების და საგამომცემლო ეთიკის პოლიტიკა შეესაბამება Committee on Publication Ethics-ის, International Committee of Medical Journal Editors-ის და Principles of Transparency and Best Practice in Scholarly Publishing-ის რეკომენდაციებსა და საერთაშორისო სტანდარტებს.